LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომში იბრძოდა: ,,ქრაში” უკრაინიდან – ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი

7618
44444

უკრაინაში ქართულ ლეგიონში მამუკა მამულაშვილი იბრძვის.

„ქრაში უკრაინიდან.  ოღონდ ქართველი – ქართული ლეგიონის მებრძოლი მამუკა მამულაშვილი“, –  წერს ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე და მამუკა მამულაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

მამუკა მამულაშვილის დიდი ხნის მეგობარია ტელეწამყვანი ანი გიუნტერი, რომელმაც „ფორტუნას“ მოუყვა, რომ საქმიანობის გამო დიდი ხნის წინ გაიცნო მამუკა მამულაშვილი და ახლა ამაყია, რომ ასეთი მეგობარი ჰყავს.

„14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომში იბრძოდა. აფხაზეთიდან მოყოლებული ყველა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა“. – გვიყვება ანი გიუნტერი.

აფხაზეთში მომხდარ ამბებს მამუკა მამულაშვილი დოკუმეტურ ფილმში „იმედის გმირები“ იხსენებს და ამბობს:

„ისეთი სულიერი ამბავი გაქვს, რომ არ იცი ვინ არის და ვის ბარდები. თუ ტყვედ არ ხარ ნამყოფი, არ იცი, ვის ეომები.

ტყვეობის პერიოდში რაც მახსოვს, ყველაზე დამამცირებელი ის იყო, რომ ისეთი ადამიანები იყვნენ, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ და საერთოდ არანაირი შეხება არ აქვთ იმ მიწასთან, რის გულისთვისაც ჩვენ ვომობდით.

“ომში სრულიად მარტო, ჩუმად წავიდა”, “აფეთქებამდე რამდენიმე ოკუპანტიც წაიყვანა თან” – უცნობი დეტალები ომს შეწირულ ქართველ გმირებზე

დამცირების ატანა ისეთი ადამიანისგან, ვინც იცი, რომ ელემენტარულად მეომარიც არაა და ფულის გულისთვის აკეთებს ამას, საკმაოდ მძიმე იყო“. – იხსენებს ომის ამბებს მამუკა მამულაშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ შეიძლებოდა აფხაზეთში ყველაფრის უსისხლოდ მოგვარება.

„იმ დროს საქართველოს არ ეყო იმის დიპლომატია, რომ ეს ომი უსისხლოდ გადაეწყვიტა. ყველაფერმა რიგით ქართველებზე გადაიარა. მგონია, რომ რაღაცები საგრძნობლად შეიცვლება. რადგან არ ვართ ბოროტი ხალხი და შეიძლება, ბევრი რამ ვაპატიოთ.

არც ჩვენ ვართ უმანკოები და ბევრი რამ საპატიებელი გვაქვს“. – ამბობდა წლების წინ მამუკა მამულაშვილი.

ცნობისთვის, ქართული ლეგიონი – შედგება ქართველი მოხალისეებისგან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვიან რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილია.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან „იმედის გმირები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები