რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნიჭიერის “სკანდალს” კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გვარამია ამბობს, რომ არხმა რუსკას დავალიანება უკვე დიდი ხანია გაისტუმრა.
“რუსკა მაყაშვილის და მისი დედის პასუხები წავიკითხე ჩემს გამონათქვამებზე:
1. რატო მპასუხობენ, როცა მათ არ მივმართავ და არც ვგულისხმობ (რაც, თუ გონების სისუსტეს არ უჩივი ან დავალებული არ გაქვს, იაქტიურო, მარტივად გასაგებია ჩემი სტატუსებიდან და კომენტებიდან)?
2. რუსკას და მისი დედის ხელფასის განსაზღვრის სრული პრეროგატივა ეკუთვნოდა იმათ, ვისაც იმედზე გადაყვნენ და ასეულობით ათასი, (ვფიქრობ, დამსახურებულად) გააკეთეს ჩემი დირექტორობისას
3. 1400 ლარი არა იხვი
4. ხელფასი შეყოვნდა ბოლო რამდენიმე თვე, როცა არხს დაუდგა მძიმე დღეები და ყველას საერთო პრობლემა გახდა. კაი ხანია, რუსკას დავალიანება გასტუმრებულია
5. მოეშვით მიზეზების ძებნას, მაინც ვერ იპოვნით. არაა სიმართლე თქვენს მხარეს და იმიტომ”, – წერს გვარამია.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-დან “იმედზე” გადასულ ყოფილ თანამშრომლებს “ფულზე გაყიდულები” უწოდა.
ფეისბუქ-განხილვებში არამხოლოდ ნიკა გვარამია, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და “ნიჭიერის” წამყვანი მსახიობი რუსკა მაყაშვილიც ჩაერთვნენ. მსახიობმა აღნიშნა, რომ ფინანსური კრიზისის გამო, “X ფაქტორზე” 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ მუშაობდა.
მისმა დედამ კი ერთერთ ინერვიუში განაცხადა, რომ რუსკას ხელფასი 1400 ლარი იყო და იმასაც ვერ უხდიდნენ.