დევიდ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოების სერია გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ოჯახური ფოტოსესია სადღესასწაულო გახლდათ. ვიქტორიას მაღაზიის, Victoria’s Dover Street-ის გახსნიდან, 10 წელი გავიდა.
ამ დღეს ვარსკვლავური ოჯახი მუქი ფერის, დახვეწილ სამოსში იყო გამოწყობილი. საზოგადოების ყურადღება კვლავაც ბექჰემების 15 წლის ქალიშვილმა, ჰარპერმა მიიქცია, რომელიც დღითიდღე მშვენდება.
13 წლის ჰარპერ ბექჰემი საოცრად დამშვენდა – ვარსკვლავური დედა-შვილის გლამურული გამოჩენა