LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის შემდეგ ბერლინში კიდევ მილიონი ხე გაიზრდება

104
herbst_berlin00001

ბერლინში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის ქალაქში კიდევ ერთი მილიონი ხე გაჩნდება. ეს გეგმა მოქალაქეებს ეკუთვნით. მათი აზრით ქალაქის ცხელი ჰავისგან დასაცავად ერთ-ერთი საშუალება მწვანე ნარგავების რაოდენობის ზრდაა. ხეების შესაძენად და დასარგავად საჭირო თანხები უკვე გამოყოფილია, წერს Berlin-ი.

გარდა ამისა, კანონი ბერლინის მცხოვრებლებს 2027 წლიდან საკუთარ ქუჩებზე ხეების დარგვის უფლებასაც აძლევს. მართალია, ეს შესაძლებელი მხოლოდ სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობით და დამტკიცებული სიის საფუძველზე იქნება.

კიდევ, კანონი ავალდებულებს ქალაქის ხელისუფლებას, ქალაქი კლიმატის ცვლილებისთვის მოამზადოს. საუბარია, ყოველი საცხოვრებელი სახლის გარშემო მცირე პარკებისა და სკვერების შექმნაზე.

ამასთან, გარემოს დაცვის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბერლინში ხეები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ყოველ 15 მეტრში ერთი ხე მაინც უნდა დაირგოს, თანაც ქუჩის ორივე მხარეს. მათ ასევე სურთ, რომ ბერლინის საცხოვრებელ უბნებში ათასი ე.წ. „გაგრილების კუნძული“ გაჩნდეს – ეს შეიძლება იყოს დაჩრდილული ადგილები, სასმელი წყლის შადრევნებით, სკამებითა და მზისგან დამცავი გადახურვით.

ამჟამად პარკები, სკვერები და ტყეები ბერლინის ტერიტორიის 44%-ს იკავებს.

საინტერესოა, რომ ზოგადად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 2030 წლისთვის 3 მილიარდი ახალი ხე დაირგვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები