„გარდენიას“ მფლობელ, მებაღე ზურა შევარდნაძის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში „გარდენიას“ ერთ-ერთი თანამშრომელი ეხმაურება. პოსტის ავტორი ამბობს, რომ 17 წელია ზურა შევარდნაძის გუნდის წევრია და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და იმ ურთიერთობაზე უყვება, რომელიც მასსა და მის მასწავლებელს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
თანამშრომელი იხსენებს, რომ მისი გზა „გარდენიაში“ საპატრიარქოს სასწავლებლიდან დაიწყო, საიდანაც ის თავად ზურაბ შევარდნაძემ წამოიყვანა.
პოსტის ავტორი ხაზს უსვამს, რომ 17-წლიანი მუშაობის განმავლობაში, ზურა შევარდნაძისგან არასდროს მიუღია შეურაცხყოფა.
„დაწერეთ მეგობრებო, მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად, დამარიგეთ, ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო“ – რას პასუხობს ზურა შევარდნაძე ყოფილი თანამშრომლის ხმაურიან ვიდეოსა და საზოგადოების კრიტიკას
„გარდენიას“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომლის მიერ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა.
„17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე .ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა(იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება.
ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს,მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!!!!!ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!!
რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის,მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული!
მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!!
Zurab Shevardnadze მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ!
გაგიმარჯოთ
“
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ჰყვება „გარდენიაში“ მისი ერთკვირიანი მუშობისა და „გარდენიას“ მფლობელ, მებაღე ზურა შევარდნაძესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც აღნიშნულ ვიდეოში ქალბატონი ამბობს, ის „გარდენიაში“ ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
