მილა იოვოვიჩისა და რეჟისორ პოლ ანდერსონის 17 წლის ქალიშვილი, ევერ ანდერსონი, ცნობილი ფრანგული მოდის სახლის Chloé-ს ახალი კამპანიის სახე გახდა. მან 2025 წლის Pre-Fall კოლექციის მრავალფეროვანი „ლუქები“ მოირგო.
ცნობილი ფეშენ-ფოტოგრაფის, კრისტიან ედერის ფოტოობიექტივში ევერი ცისფერი ხელოვნური ბეწვის მოსასხამით და ჰაეროვანი, ნახევრად გამჭვირვალე მაქმანებიანი კომბინეზონით პოზირებს.
აღსანიშნავია, რომ გოგონა ულამაზეს დედას საოცრად ჰგავს.
49 წლის მილა იოვოვიჩი „ვოგის“ გარეკანზე შეუდარებლად გამოიყურება
