გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 18 ახალი შემთხვევიდან რვა არის ბოლნისის რაიონიდან.
„ძირითადად, ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი რვა არის დაავადებულებთან კონტაქტები. ანუ, დადასტურებულ, უკვე დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოსულია საკარანტინო სივრციდან. მათი კონტაქტების მოძიება მოხდება”,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 258 პაციენტი მკურნალობს.
