LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

182 ახალი შემთხვევიდან 34 თბილისში დაფიქსირდა: აჭარა ისევ ლიდერია

170
Capture

“ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ინფექციონისტის განმარტებით, 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარაში – 129 შემთხვევა
    აქედან ბათუმი – 114, ქობულეთი – 11, 3 – ქედაში, 1 – შუახევში.
  • თბილისი – 34 დადასტურებული შემთხვევა,
  • იმერეთში – 11,
  • ქვემო ქართლი – რუსთავში – 4,
  • გურიაში – 3,
  • კახეთში – 1.

 

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 75 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ქვეყანაში სულ ვირუსი უკვე 1435 ადამიანმა დაამარცხა.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში “კოვიდ 19”-ის 182 ახალი, დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა.