LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 200 კოვიდინფიცირებული კლინიკაში, ხოლო 4 027 პაციენტი შინ მკურნალობს

123
BeFunky-collage - 2020-10-13T095302.536
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მიუხედავად, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად დაწესდება.
ჯანდაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, მთავრობის ადმინისტყრაცია ავრცელებს ინფორმაციას იმ პაციენტების საერთო რაოდენობის შესახებ, ვინც უშუალოდ კოვიდკლინიკებში მკურნალობს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის მასსტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება დანარჩენ 4 027  ინფიცირებულს, ისინი მკურნალობას საკუთარ სახლში გადიან (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადებით საქართველოში აქტიური ქეისი არის 6 227).
“ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2200-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მკურნალობა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობა კი სპეციალურად შექმნილი რეანიმატოლოგების ჯგუფის მეთვალყურეობით ხორციელდება” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 521 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 159 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 109 ადამიანი.
მთავრობის განცხადებით, ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს, რამდენადაც, დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აქტიურად მუშაობს. აქვე განმარტებულია, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები, საჭიროების შემთხევაში დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას.

პოპულალურები