„ლისი ივენთ ჰოლი“ ექსკლუზიურ პროექტს გვთავაზობს – 2000-იანი წლების ფესტივალი 2 ივნისს გაიმართება.
მსმენელისთვის ქართული პოპმუსიკის ვარსკვლავები ოქროს ჰიტებს შეასრულებენ.
კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, რუსა მორჩილაძე, აჩიკო მეფარიძე, მერაბ სეფაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, დუეტი ჯორჯია, დათო ფორჩხიძე, ნინო ჩხეიძე, მანანა თოდაძე, გია სურამელაშვილი, ნიკოლშოუ, ეკა დოლიძე, პაატა ანდრიაძე.