მარიამ ბერიანიძე Facebook-ზე წერს, რომ სტიქიას რაჭაში სასწაულებრივად გადაურჩნენ. მარიამი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მეწყერში მოყოლილი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხეს.
„კარგად ვართ მეგობრებო ❤ გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს ცოცხლებს იპოვიან.
ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისთვის.
უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ“, – წერს მარიამ ბერიანიძე.
კარგად ვართ მეგობრებო <3 გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2…
Posted by Berianidze Mariami on Thursday, August 3, 2023