LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის შემდეგ ოქტობერფესტი ბრუნდება, თანაც შეზღუდვების გარეშე

63
oktoberfest

პანდემიის დაწყებიდან პირველად, ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტი მიუნხენში კოვიდ-შეზღუდვების გარეშე ჩაივლის.

გამოცემა national news-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა პირადად მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გასცა.

ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

მსოფლიოში ძალიან ცნობილ ივენთს პანდემიამდე 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობდა, თანაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი გაუქმება მხოლოდ პანდემიამ გამოიწვია.

ოქტობერფესტის დამსახურებით ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდამდე დოლარი შედიოდა.

პირველად ოქტობერფესტი 1810 წელს ჩატარდა, მაშინ მიუნხენში სამეფო ტახტის ბავარიელი მემკვიდრის ქორწილი აღნიშნეს. ადგილობრივებს გართობა იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს მსგავსი ფესტივალი ტრადიციად გადაექციათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები