LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი წლის შემდეგ გერმანიაში „ოქტობერფესტი“ დაბრუნდა

80
Oktoberfest-2022

გერმანიაში, მიუნხენში ყველასათვის საყვარელი ლუდის ფესტივალი გაიხსნა. „ოქტობერფესტი“ კორონავირუსის პანდემიის გამო 2 წლის განმავლობაში გაუქმებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ aa.com ავრცელებს.

მასშტაბური ტრადიციული ფესტივალი მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტს იზიდავს. ღონისძიება ბოლოს 2019 წელს ჩატარდა და მაშინ 6.3 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა.

წლევანდელი ლუდის ზეიმი მიუნხენის მერმა 17 სექტემბერს პირადად გახსნა და ლუდის მოყვარულებს 3 ოქტომბრამდე ელოდებიან. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების გარეშე ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები