iPhone-ით გადაღებული ფოტოების კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული სებასტიან ტომადა – ერაყის ერთ-ერთ ქალაქში, ქაიიარაარაში აღბეჭდილი ბავშვების კადრით გახდა. ერთი საუკუნის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტელეფონი ფოტოებს გადაიღებდა და თან ეს ფოტო მართლაც მაღალი ხარისხის – თითქმის ხელოვნების ნიმუში რომ იქნებოდა. ულამაზესი ხედები, ემოციური სცენები და უნიკალური დეტალები – 2017 წლის iphone Photography Awards-ში 140 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. პირველი ადგილი და საუკეთესო ფოტოგრაფის ტიტული ერაყში მოღვაწე სებასტიან ტომადამ მიიღო, რადგან მან მძიმე საომარი ვითარების ერთ კადრში გაცოცხლება შეძლო. საინტერესოა, ასევე რეიტინგის დანარჩენ პოზიციებზე გასული კადრებიც :
ბრენდ ო სე – „გემის მუშა“ – ფოტო ჯაკარტის პორტშია გადაღებული
იო-ქვანგ ეო – „მსახიობი“ – კადრში ჩინეთი და ქუჩის ოპერის ერთ-ერთი მონაწილეა ასახული
კუანლონგ ჟანგი – „მთავრობის სახლი“ – ფოტო ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქში – უდაიპურშია გადაღებული
დინა ალსფასი – „მგზავრი“ – ფოტოგრაფი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველ დღე 2 საათს ატარებს და კადრიც ერთ-ერთი მგზავრობის დროს გადაიღო.
მაგალი ჩესნელი – „ყინულის ხე“ – კადრში შვეიცარიული ზამთარია ასახული
კრისტიან ჰორგანი – „მომღერალი ქვა“ – ფოტო ავსტრალიის ულამაზეს სანაპიროზეა გადაღებული
სმეტანინა ჯულია – „ყვავილი“ – კადრი, რომელიც ჯულიამ საშინაო დავალების შესასრულებლად გადაიღო
აარონ სანდბერგი – „ჭაობი“ – კადრი შვედეთის სილამაზეს ასახავს
იან პოლაკ ბიანკო – „თოვლი + მეთევზის სახლი = მოგება“ – ფოტოგრაფმა ნორვეგიული ყოველდღიურობა ასახა
ბარი მეისი – „ბავშვები“
პადი ჩაო – „არქიტექტურა“ – კადრი იდნოეთში მოგზაურობის დროსაა გადაღებული
დონგრუი იო – „გედი აუზში“
კრისტოფერ არმსტრონგი – „აბსტრაქცია“
ზარნი მიო ვინი – „სხვა“ – ფოტოში მიანმარის ქუჩები და ერთ-ერთი გამვლელია ასახული
…და ბოლოს, გამარჯვებული ფოტო – სებასტიან ტომადა – “ბავვშვები ქაიიარაარიდან”