LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმები გამოვლინდა

382

ჟურნალმა Rolling Stone 2017 წლის ყველაზე პოპულარული საშინელებათა ფილმები გამოავლინა. რეიტინგის სათავეში „უმი“ განთავსდა, რომლის ჩვენების დროსაც, სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი გახდა შეუძლოდ.

მეორე ადგილზე „თავს უშველე“ განთავსდა, რომელიც 2018 წელს „ოსკარისთვისაც“ იბრძოლებს. ფილმს უკვე აქვს „ოქროს გლობუსის“ რამდენიმე ნომინაცია. სამეულს კი ავსტრალიური ჰორორი „სიყვარული მეძებარნი“ ხურავს.

ათეულში მოხვდა ასევე „სპლიტი“, „ძალიან ბნელი დროები“  და ა.შ. დარენ არონოფსკის „დედა!“, სადაც მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს, რეიტინგის მეათე პოზიციაზე გათავსდა.