მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა 2017 წლის ბედნიერების რეიტინგი გამოაქვეყნა და, როგორც ჩანს, ნორვეგიამ მეოთხე პოზიციიდან წელს პირველზე გადმოინაცვლა. შემდეგ პოზიციებს კი დანია, ისლანდია და შვეიცარია იკავებენ. განსხვავება მათ შორის იმდენად დაბალია, რომ ფაქტობრივად ოთხივე ქვეყანა ძალიან ბედნიერია. მათ მოსახლეობას მაღალი შემოსავალი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური დაცვა, თავისუფლება და მთავრობის რწმენაც კი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ბედნიერთა მომდევნო პოზიციებს ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი იკავებენ. რაც შეეხება, ყველაზე უბედურებს, მათ სიაში აფრიკა, კერძოდ კი ტანზანია და ბურუნდი ლიდერობენ.
საინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში ერთი საინტერესო ფაქტიც დადგინდა: ჩინელები უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ბედნიერები აღარ ყოფილან.

