2021 წლის დასაწყისში შეზღუდვების მოხსნიდან დღემდე, საქართველოში მოგზაურთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა, – წერს CNN სტატიაში სათაურით „საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე“. ამავე სტატიაში წერია, რომ საქართველოში მგზავრთნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება.
CNN-ის ინფორმაციითვე, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში, ქვეყნის აეროპორტები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრების 42%-ს ემსახურებოდნენ. 2021 წლის მაისში გახსნილი საერთაშორისო საზღვრების საპასუხოდ საქართველოს ტურიზმის სექტორმა გაძლიერება დაიწყო.
„2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია, ხოლო სექტემბერში 50%-ს გადააჭარბა, რადგან უსაფრთხოების ინდექსი სტაბილური გახდა, ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები – მოქნილი. „ევროკონტროლის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მგზავრთნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება და წინ უსწრებს სხვა ევროპული ქვეყნებისას – ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის“ – ნათქვამია CNN-ის სტატიაში.