LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის პირველ 2 თვეში, ჩვენი ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა

58
coronavirusstrategicconsiderationswhitepaper-soci

2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია,– ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია.

„2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორებში“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი შემცირდა -6.8%-ით. დაახლოებით -14% არის შემცირებული იმპორტის მოცულობა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g