LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება

230
1

მართვის მოწმობის მისაღებად, გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება.

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

საქართველოს კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ ცვლილების შეტანას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები სწორედ მართვის მოწმობის აღების გამოცდებს ეხება და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება რეალურ, საგზაო მოძრაობის პირობებშიც მოუწევთ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება და ეს პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

კანონპროექტს პარლამენტმა სამი მოსმენით დაუჭირა მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g