LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის „ყველაზე ქალური ავტომობილი“ გახდა..

207
peugeot

40 ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა „წლის ქალური ავტომობილის“ WWCOTY ნომინაციაში 2022 წლის მთავარი ჯილდო – Peugeot 308-ს გადასცეს. ფრანგულმა ჰეტჩბეკმა „საუკეთესო საქალაქო ავტომობილის“ ნომინაციაშიც გაიმარჯვა და სხვა კონკურენტებს შანსიც აღარ დაუტოვა. როგორც კონკურსის ხელმძღვანელმა მარტა გარსიამ განაცხადა, ჟიურიმ მოდელის დინამიკა, კომფორტი და დიზაინი ძალიან მაღალი ქულით შეაფასა.

კონკურსი WWCOTY 2009 წლიდან ტარდება და საუკეთესო ავტომობილს 56 ავტო ჟურნალისტი ქალბატონი ირჩევს ხოლმე. წელს ჟიურიმ 65 ახალი მოდელი შეისწავლა, მანქანები რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვიდა.

გარდა Peugeot-ისა, გამარჯვებულები გახდნენ ასევე Kia Sportage როგორც „საუკეთესო საოჯახო კროსოვერი“, BMW iX – „საუკეთესო დიდი ყველგანმავალი“, Ford Mustang Mach-E – „საუკეთესო საოჯახო ავტომობილი“, Audi e-tron GT – „საუკეთესო მაღალი ეფექტურობის ავტომობილი“, და ბოლოს Jeep Wrangler-მა „საუკეთესო პიკაპის“ ტიტული მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები