LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2 999 სამედიცინო მიზეზის გარეშე ჩატარდა – 20 000-ზე მეტმა ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა

110
საკეისრო კვეთა

2023 წელს საქართველოში 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2 999 თავად მშობიარეს სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

საკეისრო კვეთების კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

ნაყოფის მდგომარეობა – 2 955;

გადატანილი საკეისრო კვეთა- 6 195;

წარუმატებელი ქმედება – 264;

ფიზიოლოგიური ჩვენება -1 693;

სხვა – 4 117.

რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას ყველაზე მეტი საკეისრო კვეთა 20-29 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ფიზიოლოგიურად 20 359-მა ქალმა იმშობიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g