LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს – რას მოხმარდება ბიუჯეტი

164
სკოლები

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, იზრდება 52,2 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროსთვის დამატებული თანხიდან: 30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის; 32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის. 2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა; 2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურისთვის, ხოლო ინკლუზიური განათლების დაფინანსება იზრდება 3,0 მლნ ლარით;

ამასთან, განხორციელებული ტენდერის შედეგად, 16,5 მლნ ლარის ეკონომია წარმოიქმნა პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაში, საიდანაც 1,7 მლნ ლარის განაწილება ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების დამატებით დაფინანსებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g