იაპონიის პასპორტი 2023 წელს საუკეთესოდ აღიარეს – დოკუმენტის მეშვეობით უვიზოდ გადაადგილებაა 193 ქვეყანაშია შესაძლებელი. პასპორტების მობილობის რეიტინგი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-მა შეადგინა. სააგენტომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით იხელმძღვანელა.
მოგზაურობისთვის საუკეთესო პასპორტად იაპონიის პასპორტი დასახელდა. აზიური ქვეყნის მოქალაქეებს 227 სახელმწიფოდან 193-ში ვიზა არ სჭირდებათ. რეიტინგის მეორე ადგილი სინგაპურმა და სამხრეთ კორეამ გაინაწილეს: ამ სახელმწიფოების მოქალაქეებს უვიზოდ 192 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ. მესამე ადგილი გერმანიამ და ესპანეთმა, 190 უვიზო ქვეყნით დაიკავეს.
ძლიერი პასპორტების მქონე ქვეყნების ტომ-10-ში მოხვდნენ ასევე ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ბელგია, ჩეხეთი და ნორვეგია.