საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 75.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა კი 20.8% შეადგინა.
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.
2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში.
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.