LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

69
ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

„2023 წლის ბიუჯეტმა, პანდემიური და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკების შემდეგ, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს მდგრადი ზრდის საფუძველი“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები