ბერძნული ტურისტული კომპანიების ასოციაციის (SETE) კონფერენციაზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, 2024 წელს საბერძნეთში ტურიზმმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძოდ, შარშან ქვეყანაში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 41.6 მილიონი შეადგინა, რაც 22.4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ბოლო კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტურიზმი საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება, მისი წილი წლიურ მთლიან შიდა პროდუქტში 13%-ია.
საბერძნეთი ბუნების სილამაზით, კულტურითა და სტუმართმოყვარეობით კონკურენციას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი და ხორვატია. ის ყველაზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და აშშ-დან.
თუმცა თვალსაჩინოა გამოწვევები ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ნაკადების მართვის კუთხით. აღნიშნულის დასტურია ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორებიცაა სანტორინი და მიკონოსი, სადაც ტურისტების ჭარბი რაოდენობა ადგილობრივების ყოფასა და ბუნებრივ რესურსებზე უარყოფითად ზემოქმედებს.