LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 23.2 მლნ ევროს მიიღებს

146
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე სასესხო შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა.

ბანკის მიერ, ჯამში, გამოიყოფა ფინანსური რესურსი 46 275 000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით, 2024 წლისთვის პირველი ტრანში 23 137 500 ევროთი განისაზღვრა, მეორე ტრანშის მიღება კი 2025 წელს იგეგმება.

პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომლებიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის, მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.

magti 5g