LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის აგვისტოში საქართველოში ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა, ხილი კი გაძვირდა

106
ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი – ფასები გაიზარდა 1.3%-ით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1%-ით, აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.1%), თევზეული (1.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8%), პური და პურპროდუქტები (0.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები შემცირდა 2%-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g