LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის აპრილში კომერციულმა ბანკებმა 64 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

120
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 1.27% გაიზარდა და 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 365.16 მილიონი ლარი შეადგინა, უცხოური ვალუტით კი – 439.50 მილიონი ლარი.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, ის 0.53%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 58.78 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 2.15%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 0.86%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 79.63%, ევროს წილი კი – 18.98%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g