საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანაგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში გაცემულია 8597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლები) 8483 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებულია 2475 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტი) 2452 ობიექტი.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და ქვემო ქართლის რეგიონზე.
