საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3%). ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (1.9%), ხილი და ყურძენი (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8%), რძე, ყველი და კვერცხი (0.7%), ზეთი და ცხიმი (0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), პური და პურპროდუქტები (0.5%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით.
ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6%-ით. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-0.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5%). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2%-ით.