LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის Met Gala-ს თანაორგანიზატორები მხოლოდ შავკანიანი მამაკაცები იქნებიან

268
hero-image-56-1

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა – Met Gala იმართება. ვარსკვლავური საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უკავშირდება, რომლის თემატიკაც ცერემონიასა და მის ,,დრესკოდს” განსაზღვრავს.

იმ ფონზე, როცა 2025 წლის გამოფენა დენდიზმის კონტექსტში, მე-18 საუკუნიდან დღემდე, შავკანიანი მამაკაცების წარუშლელ სტილს წარმოაჩენს, მომავალი Met Gala-ს თემა მონიკა ელ. მილერის 2009 წლის წიგნის – Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity ინსპირაციით, Superfine: Tailoring Black Style იქნება. ,,დრესკოდის” თანახმად, სტუმრების ჩაცმულობა ხაზს მათ ინდივიდუალიზმს უნდა უსვამდეს. სტუმართა სია მოგვიანებით გამოცხადდება.

Vogue-ის დირექტორ – ანა ვინტურს, რომელიც წლებია გალა შეხვედრას კურირებს, წლევანდელი კოსტიუმების წვეულების დაგეგმვაში, სიმბოლურად, მხოლოდ შავკანიანი მამაკაცები დაეხმარებიან.

საღამოს თანაორგანიზატორები: მსახიობი – კოლმან დომინგო, მრბოლელი – ლუის ჰემილტონი, მუსიკოსი – ფარელ უილიამსი და რეპერი – ASAP Rocky იქნებიან.

საპატიო მისიას ასევე კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი შეასრულებს. ეს უკანასკნელი ყველაზე მოდურ სანახაობაზე, პირველად გამოჩნდება.

Met Gala-ს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 5 მაისს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, Met Gala-ს გამართვის თარიღი, Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო განხილვის დაწყების დღეს ემთხვევა.

Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღი ცნობილია – ამავე დღეს გაიმართება Met Gala

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები