უცხო ქვეყანაში ბიზნესის დაწყება საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა წარმატება, ხშირად, დამოკიდებულია შესაფერისი ქვეყნის შერჩევაზე. ადგილმდებარეობა გავლენას ახდენს საგადასახადო ვალდებულებებზე, კომპანიის დაფუძნების სიმარტივეზე, უცხოელის სტატუსით ბიზნესის ფლობის შესაძლებლობაზე, ფინანსურ რესურსებზე წვდომაზე, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობასა და ბინადრობის ნებართვის ან სტარტაპ ვიზის მიღების გარემოებაზე.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Global Citizen Solutions კვლევის თანახმად, რომელიც Global Passport Index-ის საინვესტიციო მეთოდოლოგიასა და ისეთ ფაქტორებს ეყრდნობა, როგორიცაა რეგულირების ეფექტიანობა, ციფრული ინფრასტრუქტურა, ბაზარზე წვდომა და სტარტაპ ეკოსისტემის სიძლიერე, 2026 წელს ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ათი ქვეყანა გამოვლინდა.
ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ქვეყნებად მიიჩნევა ისინი, რომლებიც სტაბილურ ეკონომიკასთან და მაღალინოვაციურ ბიზნესგარემოსთან ერთად, აერთიანებენ დაბალ კორპორაციულ საგადასახადო განაკვეთებს, კომპანიის სწრაფი რეგისტრაციის პროცესებს, მყარ სამართლებრივ დაცვასა და უცხოელთა მიერ საკუთრების ფლობის ხელსაყრელ საკანონმდებლო ჩარჩოს.
2026 წელს ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. სინგაპური
2. შვეიცარია
3. მონაკო
4. აშშ
5. ჰონგ-კონგი
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები
7. ანდორა
8. მაკაო
9. შვედეთი
10. ესტონეთი
