LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2026 წლის მაისამდე ბევრის ცხოვრება შეიცვლება…“ – მარიამ ციმინტიას საინტერესო პროგნოზები „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“

259
--2024-02-28_16-22-57_464745

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ეზოთერიკოსი, მომღერალი და ტელეწამყვანი, მარიამ ციმინტია. მან გადაცემის წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა და საინტერესო პროგნოზებიც გააკეთა.

მარიამ ციმინტია: „ახალი პრაქტიკა დამემატა, ორსულობის ფერიას მეძახიან, უკვე 17 შედეგი მაქვს“

მარიამ, როგორი პერიოდია ახლა?

მინდა ყველას გითხრათ, რომ გიხაროდეთ! საკმაოდ მაგარი პერიოდი მოდის. სულ ვამბობდი, ოღონდ სექტემბერი დასრულდეს-მეთქი და აი, ის დასრულდა. წელი იყო კარმული და რთული. აღარ იქნება შფოთვები, ნეგატიური განწყობა. გოგონებო, მინდა გითხრათ, რომ მამაკაცებმა თუ გული გატკინეს, ისინი დაგიბრუნდებიან. ნებისმიერი ცუდი პერიოდი სრულდება, მთავარია, სწორი დასკვნა გამოვიტანოთ და ჭკუა ვისწავლოთ.

სხვათა შორის, მეც რთული პერიოდი მქონდა. მინდა გითხრათ, რომ სიყვარულის ენერგია დაგეხმარებათ ყველაფერში, ეს არის საიდუმლო გასაღები ყველა კარის. 2026 წლის მაისამდე ბევრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს იქნება ბრძოლა, წინსვლა და უეცარი ცვლილება. ბევრი წყვილი დაოჯახდება.

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მკითხავისა და ექსტრასენსის ვიდეო მხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში

ზოგადად, ისინი გვიტოვებენ გარკვეულ ემოციას, თუმცა „მატრიცის პრინციპის“ კანონიდან გამომდინარე, რაზეც ფიქრობ, იმას იზიდავ. ეს არის განწყობის შექმნა.

ამბობენ, რომ ადამიანს სამი მთავარი რამ სჭირდება – ჯანმრთელობა, სიყვარული და ფული…

კი დაგეთანხმები, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია და ამას ვერ შევცლით. სწორედ ესაა სამი გადამწყვეტი ასპექტი ადამიანის სურვილებში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუკი სიყვარული გექნებათ შინაგანად, დანარჩენი ყველაფერი მოვა. მე პატარა ექსპერიმენტი გავაკეთე და აღმოჩნდა, რომ ადამიანები პირველ ადგილზე ფინანსურ კეთილდღეობას აყენებენ. არადა, მე ის მაქვს შემჩნეული, რომ ის ადამიანი უფრო ბედნიერია, ვისაც არ აქვს ფული.

მარიამ, უამრავი ჯილდო გაქვს მიღებული, მოგანიჭეს ერთ-ერთი საუკეთესო ექსტრასენსი ტიტული

ასეა, იმიტომ, რომ ადამიანი გადავარჩინე. ახლა დუბაიში მივდივარ საქმეზე. იქ ჰიპნოთერაპია აინტერესებთ, ენერგიების გაწმენდა, სტრესის მოხსნა. სხვათა შორის, იქ ბევრი ქართველია გადასული საცხოვრებლად და ჩემი ხშირი კლიენტები არიან. მე იქ ვუყვარვარ ხალხს. ძირითადად, ჩემი მამაკაცებს ეშინიათ ხოლმე, იმ მამაკაცებს, ვინც ცოლს ღალატობს, ისინი კანკალით მიყურებენ.

რა გეგმები გაქვს?

ძალიან დიდი პროექტი მაქვს დაგეგმილი. ამას შესახებ მოგვიანებით გამოვაცხადებ. დამჭირდებიან ექსტრასენსები საქართველოდან. ჩემს სკოლაში ბევრი კარგი ექსტრასენსია.

დაბოლოს, რთულია შენნაირი ადამიანის შეყვარება?

ხალხისთვის არა, ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ პირადი ურთიერთობა ძალიან რთულია. ვფიქრობ, ძლიერი ქალის შეყვარებაა რთული. ჩემზე ძლიერი მამაკაცი ჯერ ვერ ვიპოვე. ის უნდა იყოს ჩემზე ძლიერი და მე კი ცეცხლი ვარ. ჩემს ყოფილ მეუღლეს ვეუბნებოდი ხოლმე, შენ მე დღეს მიღალატე… სხვათა შორის, დღეს ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ზოგადად, მარტოობა რთულია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები