LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ლილა მოსი, რომელსაც დიაბეტი აქვს, დედის საკულტო კაბითა და ინსულინის პომპით, წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა

319
ლილა-მოსი

21 წლის ლილა მოსი ბრწყინავდა ბრიტანული მოდის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე. ქეით მოსის ქალიშვილი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ბრწყინავდა გამჭვირვალე კაბაში, რომელიც თავისი ცნობილი დედის საკულტო კაბაა, რომელიც მოსს 1993 წელს ეცვა. ახალი კაბის ავტორი „ნენსი დოჯაკას“ მოდის სახლია და მასში ლილა შეუდარებელი იყო.

საინტერესოა, რომ ლილა მოსს ბავშვობიდან ტიპი ერთი დიაბეტის დიაგნოზი აქვს. ამაზე ახალგაზრდა მოდელი ყოველთვის ღიად საუბრობს და მისი სავიზიტო ბარათი გახლავთ ინსულინის პომპა, რომელიც ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას აქვს დამაგრებული. ამჯერად ინსულინის პომპა მოდელს მკლავზე ჰქონდა.

20 წლის ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი გახდა

„დიაბეტი მაქვს, ამიტომ ჩანთა შაქრის საზომით და ინსულინით, სულ თან დამაქვს“ – 19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელმაც პოდიუმები დაიპყრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები