LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2100 წლისთვის ზღვის დონის მატების გამო 20 მილიონამდე ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩება

113
Capture

ხმელთაშუა ზღვის დონის მატების გამო 2100 წელს 20 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდება სახლი დატოვოს. ასეთ დასკვნამდე კლიმატის ცვლილების მკვლევართა ჯგუფი მივიდა.

ამჟამად ხმელთაშუა ზღვის დონე ყოველ წლიურად 2,8 მილიმეტრით იმატებს და ეს XX საუკუნის მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. მოსალოდნელია, რომ ასწლეულის ბოლოსთვის ზღვის დონემ ერთ მეტრს გადააჭარბოს.

ექსპერტთა აზრით, კლიმატის ცვლილება გაზრდის წყალდიდობების რისკს, რაც შტორმებით იქნება გამოწვეული. ხმელთაშუა ზღვის რაიონთაგან ნაწილი საერთოდ დაიტბორება. გაქრობის საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

მსოფლიო ოკეანის დონე გლობალური დათბობის გამო სულ უფრო და უფრო იზრდება. მიზეზი – წყლის ტემპერატურის ზრდა და ყინულის დნობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები