LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 მომხრე და 2 წინააღმდეგი: საკრებულომ დღის წესრიგი დაამტკიცა

45

27 მომხრე და 2 წინააღმდეგი – საკრებულომ დღის წერიგი დაამტკიცა, ოპოზიციის მოთხოვნა – ამოღებულიყო დღის წესრიგიდან მიწის საკითხი, გათვალისწინებული არ იქნა.

თბილისის საკრებულოში, სხდომათა დარბაზის კართან, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო შეწყვეტილი იყო. დაპირისპირება პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილების დაყენების ინიციატივამ გამოიწვია.

საკითხს გარემოს დაცვის კომისიამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და მისი გადადება მოითხოვა, მეორე კომისიამ კი, მიწებისთვის ფუნქციური სტატუსის შეცვლის და ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის იდეა მოიწონა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ სტატუსის ცვლილების შემდეგ, ამ მიწის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g