LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 წლიანი ეპოქის დასასრული – დონატელა ვერსაჩემ მოდის სახლი დატოვა და თავის „მუზებთან“ ერთად ბრწყინვალე გამომშვიდობება მოაწყო

175
Untitled design (73)

70 წლის დონატელა ვერსაჩემ, რომელმაც „ვერსაჩეს“ მოდის სახლი 28 წლიანი მუშაობის შემდეგ მარტში დატოვა, ბრენდისთვის გამოსამშვიდობებელი სარეკლამო კამპანია გამოუშვა.

კამპანიაში მონაწილეობენ მოდის სახლის ტოპ-მოდელები და „მუზები“, რომლებიც „ვერსაჩესთან“ მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ – კლაუდია შიფერი, ქეით მოსი, კრისტენ მაკმენამი, ემბერ ვალეტა, ნატაშა პოლი, ლიუ ვენი, მიკა არგანარაზი, ანოკ იაი, მილა ვან იტენი და ჯეკი ჰუპერი.

მოდელებმა 90-იანი და 2000-იანი წლების „ვერსაჩეს“ მეტალის ბადისებრი კაბები მოირგეს.

„კაბები ასახავს ამ საოცარი ქალების მიერ გამოსხივებულ სინათლეს, რომლებიც ერთად აღნიშნავენ ვერსაჩეს ინოვაციურ, წესების დამრღვევ სულისკვეთებას“, – დაწერა დონატელამ სოციალურ ქსელში.

დონატელა ვერსაჩე „ვერსაჩეს“ კრეატიული დირექტორის თანამდებობას, 1997 წლიდან, 28 წლის განმავლობაში იკავებდა, იმ დროიდან, როდესაც მისი ძმა, მოდის სახლის დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე გარდაიცვალა. მოდის სახლის 47 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ახალი კრეატიული დირექტორი არა ოჯახის წევრი, არამედ დიზაინერი დარიო ვიტალეა, რომელიც ამ დრომდე „მიუ მიუს“ მოდის სახლში მუშაობდა.

დონატელა ვერსაჩეს წარმოუდგენელი გარდასახვა გრძელდება – 69 წლის დიზაინერი ფოტოების სერიას ავრცელებს

დონატელა ვერსაჩეს წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია გრძელდება – 69 წლის ვარსკვლავის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები