LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 კილო 7 დღეში: დიეტა მათთვის, ვინც შიმშილს ვერ იტანს

732

ეს დიეტა იდეალურია მათთვის, ვისაც შიმშილი არ შეუძლია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პროდუქტს საკუთარი სურვილით არჩევთ და თანაც შეუზღუდავი რაოდენობით. მთავარი პირობა აქ, ფერია. ყოველ დღე თქვენს რაციონში უნდა იყოს სხვადასხვა ფერის პროდუქტი. იმის მიუხედავად, რომ ეს დიეტა რადიკალური არაა, უნდა მოერიდოთ ცხიმიან საკვებს.

1 დღე – თეთრი

ამ დღეს უნდა მიიღოთ თეთრი ფერის პროდუქტები: კეფირი, ყვავილოვანი კომბოსტო, დაბალკალორიული ხაჭო. ბევრი თეთრი ფერის პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ამდენად დაიცავით ზომიერება.

1

2 დღე – ყვითელი

ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი ყვითელი ფერის პროდუქტი, ესაა ყველი, კვერცხის გული, სიმინდი და სხვა. ყვითელი პოდუქტები შეიცავს დიდი დოზით С ვიტამინს, რაც ენდოკრინული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

2

3 დღე – წითელი

ყველაფერი რაც წითელი ფერისაა, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ამ დღეს. ესაა ჭარხალი, პომიდორი, მალინა, მარწყვი, წითელი წიწაკა და სხვა. წითელი პროდუქტები შეიცავს დიდი დოზით ანტოციანებს, რაც კანის გაახალგაზდავებას უწყობს ხელს.

3

4 დღე- იასამნისფერი

ეს ბადრიჯნის, ყურძნის, ქლიავის, მაყვლისა და სხვა მსგავსი პროდუქტის დღეა.

4

5 დღე – მწვანე

ამ ფერის პროდუქტების არჩევანი ძალიან დიდია. ესაა ვაშლი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, კიტრი, კივი, კომბოსტო და სხვა. ეს პროდუქტები შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმსა და მაგნიუმს, რაც ფანტასტიურია გულსისხლძარღვოვანი სისტემისათვის.

5

6 დღე – სტაფილოსფერი

ამ ფერის პროდუქტების მრავლადაა ჩვენს გარშემო. მათ შორის სტაფილო, ფორთოხალი, მანდარინი, წითელი თევზი, ხურმა და სხვა. კაროტინი, რომლსაც ამ ფერის პროდუქტები შეიცავს, ფანტასტიურად მოქმედებს თმებსა და სახის კანზე.

6

7 დღე – გამჭირვალე

ეს მხოლოდ წყლის დღეა და ფანტასტიური განტვირთვის საშუალებაა.

7

ამ დიეტით 7 დღეში 3 კილოგრამს გარანტირებულად იკლებთ. ის არაა მიზანშეწონილი მათთვის, ვისაც კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები აწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g