LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მაისიდან BDC აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას იწყებს – მაისის აფიშა უკვე ხელმისაწვდომია

133
მეხუტე სტიქია, სრულყოფილების გზა

3 მაისიდან BDC სრულფასოვან შემოქმედებით რეჟიმში გადადის – მაისის ღონისძიებების კალენდრის ნახვადა ბილეთების შეძენა მსურველებს tkt.ge-ზე შეუძლიათ.

ახალი კულტურული სივრცე მაყურებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ცოცხალ მუსიკას.

მაისის პროგრამა იხსნება მასშტაბური ქორეოგრაფიული დადგმით —
„მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“, რომელიც გაიმართება 3 და 25 მაისს.

„მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ არის ეპიკური ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ქართულ ცეკვას, თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ცოცხალ მუსიკას.
დადგმის ნაწილი მოწვეულმა სტუმრებმა უკვე იხილეს BDC-ის გახსნაზე, ხოლო სრული ვერსია 3 მაისს პირველად იქნება წარმოდგენილი.

„ეს არის ისტორია სამყაროს მეხუთე სტიქიის — ცეკვის — დაბადებაზე.
გმირი, რომელსაც ეს ძალა ეძლევა, ერთდროულად აწყდება საკუთარ ბნელ მხარეს — მისივე „მეორე მე“-ს, რომელიც მის დამორჩილებას ცდილობს. ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, სადაც სიყვარულისა და გარდასახვის ძალით ხდება შესაძლებელი სიბნელის დამარცხება და სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევა“ – განმარტავს BDC-ის  (ბაქარის ციტატა იყოს?).

24 მაისს კალენდარში ჩანიშნულია კონცეფტუალურ-ფოლკლორული პროგრამა „ქორეონიკონი“, რომელსაც სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ წარმოადგენს.

„ქორეონიკონი“ წლების განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მაყურებლის მხრიდან მუდმივად დიდი ინტერესითა და მოლოდინით ხასიათდება. გამორჩეული სანახაობრიობისა და მასშტაბის გამო, პროგრამა განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ აუდიტორიას, ხოლო ბილეთებზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია.

31 მაისს მაყურებელს ელოდება REGGAEON | ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტი. ქართული რეგის მიმდინარეობის ცოცხალი შესრულება გამოირჩევა ძლიერი ენერგეტიკითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი.

ჯგუფი „რეგიონი“ ერთ-ერთ პირველია საქართველოში, რომელიც რეგის ჟანრში მუშაობს და წლების განმავლობაში ერთგულ აუდიტორიას აყალიბებს.

BDC, როგორც კულტურული ჰაბი, მხოლოდ კონცერტებითა და სპექტაკლებით არ შემოიფარგლება.
სივრცე წარმოადგენს მრავალფუნქციურ პლატფორმას, სადაც უკვე დაიგეგმა პრეზენტაციები, გამოფენები, კორპორატიული ივენთები და შოუები.

„BDC ქმნის სივრცეს, სადაც შესაძლებელია როგორც მასშტაბური კულტურული პროექტების განხორციელება, ისე სხვადასხვა ტიპის კერძო და ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზება. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სცენა და ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მრავალფეროვანი ფორმატის პროექტები და შევქმნათ სრულფასოვანი გამოცდილება როგორც მაყურებლისთვის, ისე პარტნიორებისთვის“, — აცხადებს BDC-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია.

სივრცეში ასევე ფუნქციონირებს პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური მუსიკალური ჩანაწერები.

BDC-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარსაც, რომელიც სტუმრებს სთავაზობს კოქტელებს, მათ შორის — ქართული კოქტელების კონცეფციაზე დაფუძნებულ სპეციალურ მენიუს.

BDC-ის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g