LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 საათი დღეში: კახეთში ავტომანქანით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა

534
153416260

კახეთში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.

თელავისა და გურჯაანის მერიების ინფორმაციით, 27 აპრილამდე, რეგიონებში დილის 6:00-დან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს, მათი თქმით, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით).

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო ავტომობილებით გადაადგილების  შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდება.

 

ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)

სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს

574 17 96 23
597 92 60 16

 

ანალოგიური განცხადება გაავრცელა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, კონკრეტულ დროს: დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი)

განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 0 353 220 004 ან 599852200.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g