LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის კრუიზში გატარებაზე რას იტყოდით? – მსურველთა მიღება დაიწყო

170
230302094821-05-mv-gemini-cruise-ship

კომპანია Life at Sea Cruises-მა მსოფლიოს გარშემო 3 წლიან მოგზაურობაზე ჯავშნების მიღება დაიწყო. CNN-ის ინფორმაციით, ხომალდი MV Gemini ზღვაში 2023 წლის 1-ელ ნოემბერს, სტამბოლიდან გავა.

კრუიზს საოცნებო მოგზაურობას უწოდებენ, ისეთს რომელიც ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცევა. 3 წლის განმავლობაში მგზავრები 375 საზღვაო პორტს მოინახულებენ, მოივლიან მსოფლიოს 135 ქვეყანას და შვიდივე კონტინენტს. ტურისტები მოინახულებენ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, მაგალითად ქრისტეს ქანდაკებას რიოში, ინდოეთში თაჯ-მაჰალს, მექსიკაში ინკების სამყოფელს, გიზას პირამიდებს, ჩინეთის დიდ კედელს და ა.შ.

კაიუტაში ცხოვრების ღირებულება წელიწადში 29 999 დოლარიდან დაიწყება. თუკი ვინმეს ნომრის სხვისთვის გაყოფა მოესურვება, კომპანია იდეალური კომპანიონის მოძებნაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, მგზავრები შეძლებენ რომ ბორტზე მეგობრები თუ ოჯახის წევრებიც მოიწვიონ. ბილეთის ფასი მოიცავს კვებას, ვახშამზე ალკოჰოლს, ჩაის, ყავას და სამრეცხაოს ღირებულებას.

გარდა ამისა, ბორტზე იქნება უფასო Wi-Fi, გამაჯანსაღებელი ცენტრი, სპორტული დარბაზი, სილამაზის სალონი და 24 საათიანი საავადმყოფო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები