LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ლარი გადასახადებს არ ყოფნის, ჭამაც ხომ გვინდა – არის თუ არა საარსებო მინიმუმი საკმარისი მინიმუმი?

140

მიმდინარე წლის მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ოთხი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2019 წლის თებერვალთან შედარებით კი 2 ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი, ხუთსულიანისთვის 361 ლარი. ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა, 10 ლარით მეტი წინა წლის მარტთან.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება. ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

თავდაპირველად საარსებო მინიმუმის ღირებულება საქართველოს ხუთი ქალაქის ფასების საფუძველზე ითვლება – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის დადგენა ხდება. შემდეგ ეტაპზე ხორციელდება თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის გაანგარიშება მთელი ქვეყნისათვის.

magti 5g