31 დეკემბრის ღამეს ყველა რესტორანსა თუ საკონცერტო სივრცეში განსაკუთრებული პროგრამა იგეგმება. ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე ტოპარტისტებმა უკვე იციან, სად გაატარებენ ახალი წლის ღამეს ისე, რომ მსმენელს თავიანთი რეპერტუარით შეხვდნენ.
კაჭრეთში მდებარე „ამბასადორში“ სტეფანეს ელოდებიან, დიდი პროგრამით, რომელიც ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სპეციალურად საახალწლოდ არის გაკეთებული.
ლოპოტაზე ნინო ქათამაძე ბირმინგემის გოსპელთან და ამერიკულ ჯაზტრიოსთან (პაპუნა შარიქაძე, მაქს გერლი, ტაისონ ჯეკსონი) ასევე ახალი წლის ღამის სპეციალურ პროექტს შემოგვთავაზებენ.
ლელა წურწუმია და ლაივ-ბენდი „ნონ-სტოპი“, მაკა ზამბახიძესა და სალომე ჩიტაძესთან ერთად, თავიანთ ტრადიციულ პროგრამას „რედისონში“ მისულ მაყურებელს შესთავაზებენ.
Doors-ში პოპულარული ბენდი „გუფი ლენდი“ ასევე საკუთარი რეპერტუარით გაახალისებს საახალწლო საღამოს.
„ოტიუმი“ კი მარკ ევანსსა და Gramophonedzie-ს მასპინძლობს და საუკეთესო საღამოს აანონსებს თავისი სტუმრებისთვის. ორგანიზატორების თქმით, კოსტიუმირებული შოუ უამრავი სიურპრიზით იქნება სავსე. საღამოს ირინკა ხომასურიძე წაიყვანს.