LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუფრთხილებლობით შეიძლება მოვკლათ სხვა ადამიანი და ის შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს – ნიკოლოზ გამყრელიძე

776
56312122-10156420485468721-7597799319877451776-o

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ის მოსახლეობას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორია ამირან გამყრელიძის შვილის მდგომარეობა – ის დასკვნით კვლევებს გადის

“ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”,- წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g