LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი განხორციელდება

113
1

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 თებერვლის ჩათვლით, დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

“კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში”, – აღნიშნავენ უწყებაში.

მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g