LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

356 671 გამოჯანმრთელებული – მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

85
coronavirus-48

ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 1900-ზე მეტია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი ტესტი უკვე გამოიყენეს.

1 600 000-ზე მეტი  ინფიცირებული და 96 000-ზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა.

საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა და ინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთმა,

ლეტალობის 1 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

იტალიაში კი COVID-19-ს საერთო ჯამში 18 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში საკარანტინო პერიოდი შესაძლოა მაისამდე გახანგრძლივდეს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.

ეკონომიკის სტიმულირებისთვის 500 მილიარდ-ევროიან პაკეტზე შეთანხმდენენ ევროკავშირის სახელმწიფოები.

კორონავირუსის მონაცემები მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. COVID 19-ით, საერთო ჯამში, თურქეთში 908, სომხეთში – 10, აზერბაიჯანში 9, რუსეთში კი 76 ადამიანია დაღუპული. მოსკოვში COVID-19 დაუდასტურდა 8 მართლმადიდებელ მღვდელს.

ზუსტად 100 დღის შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მიიღო, მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 350 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები