„37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად“, – ამის შესახებ გადაცემაში, „დიდი შესვენება“ ინფექციონისტმა, რევაზ ნაკაშიძემ განაცხადა.
ექიმი ამბობს, რომ ნამდვილ ცხელებად ითვლება 38°C და მეტი:
„37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად. ნამდვილ ცხელებად ითვლება 38 °C და მეტი. შესაძლოა 37.3-იდან 38 ცხელება გვქონდეს, მაგრამ თუ ტემპერატურას საგანგაშო სიმპტომები არ ახლავს თან, ეს საშიში არ არის. თუკი სხვა სიმპტომები არ აქვს, მაშინ შეგვიძლია სკოლაში ბავშვი გავუშვათ თავისუფლად სკოლაში“, – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.
