LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 000 სული ქართული ცხვარი ბაჰრეინში ექსპორტზე გადის

236

ბაჰრეინში 4 000 სული ქართული ცხვარი ექსპორტზე გადის. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ცხვარი ამ დროისთვის ფოთში, საკარანტინო ზონაში იმყოფება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საექსპორტო სეზონი აქტიურ ფაზაში ჯერ კიდევ არ შესულა – ექსპორტის გააქტიურებას სამინისტრო სექტემბრიდან ნოემბრის პერიოდში ელოდება. ამასთან, მათივე განცხადებით, საექსპორტო პოტენციალი წელს 250 ათასიდან 300 ათას სულამდე ცხვარია.

”ამჟამად ცხვრის ხორცის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან, ასევე გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები ირანთან.  გასულ კვირას ცხვრის ექსპორტი აზერბაიჯანშიც განახლდა” – განუცხადეს ”ფორტუნას” სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები