LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-5 კაცის გასვლა „ქართული ოცნების“ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის – გია გაჩეჩილაძე

15195832_1404047239635290_4186629936599166694_o

მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ დატოვოს რამდენიმე ადამიანმა – 4-5 კაცის გასვლა „ქართული ოცნების“ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის“, – ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7VS1” განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, მინიმუმ 40 დეპუტატის წასვლაა საჭირო, რაც გაჩეჩილაძეს წარმოუდგენლად მიაჩნია.

„მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ დატვოს რამდენიმე ადამიანმა. ასე ჩანს ჩვენი მეგობრების განცხადებებიდან. გარიცხავს თუ არა პარტია, ეს არ ვიცი, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ და არ ვიცი „ოცნების“ პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. უმრავლესობა, რომ არსებობდეს პარლამენტში, საჭიროა 76 ხმა და 76 ხმამდე რომ დავიდეს შემადგენლობა, 40 კაცი უნდა გავიდეს პარტიიდან. ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები